გელა სამხარაულს მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს, აი ასე, არ მინდა მათ დავემსგავსო და ბილწი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენო, მაგრამ ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. სწორედ, ქალბატონმა სალომემ, ამ თავის ევროპელობით ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არცერთი სიტყვაც კი თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად გამოეპასუხებოდა, თუნდაც, მათ უზრდელობას.
სწორედ, აი ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ, უნდა მოვახერხოთ გაერთიანება. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ვინც დააბალანსებს სწორედ ამ სხვადასხვა საზოგადოების ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას. პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია