სალომე ზურაბიშვილმა ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს საუნჯე და სიმდიდრეა, რომლის დაცვაც მისი, როგორც პრეზიდენტის ვალდებულება იქნება. ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზეა საქართველოს იდენტობა დაფუძნებული.
„დღევანდელ დღეს არსებული იმედი არის ჩვენი საერთო ტოლერანტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტოლერანტობა, ერთმანეთის პატივისცემა არის ბევრად მნიშვნელოვანი იქ, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, დღეს, როდესაც ჩემი ტურნედან მესამეჯერ მოვისმინე ენა, რომელიც არ მესმის, ეს არის საქართველოს სიმდიდრე. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.
საქართველომ შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე ეს ენები. არამხოლოდ ის ენები, რომელზედაც სხვა სახელმწიფოშიც საუბრობენ, არამედ ენები, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა და ზოგ ჩვენს მტერს ჰგონია, რომ ეს მრავალფეროვნება, მრავალეროვნობა არის ჩვენი სისუსტე, ამ დროს ეს ჩვენი ძალაა. მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია