სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ“ ბანკიდან კრედიტი 1-ელ ოქტომბერს აიღო. ამასთან, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, მან შემოწირულობების სახით 1 087 283 ლარიც მიიღო.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ანუ 21 დღის განმავლობაში, პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან 1 890 744 ლარი დაიხარჯა. აქედან რეკლამის ხარჯი 1 438 894 ლარია, შრომის ანაზღაურების კი 19 625 ლარი.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მოაგროვებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.