weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქედან რომ დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ გამოესროლათ რა გვეშველებოდა – გორის მერი

13:08 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დაბომბვა ჩვენ დავიწყეთ“.

„ჩვენთან არავინ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი, იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ, ხომ? მეორე დილით გავიგეთ, რომ გავიღვიძეთ, ეს რა ხდებოდა.

ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?!“ - თქვა გორის მერმა.

თავზარაშვილმა რასისტული განცხადებაც გააკეთა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს „ზანგი“ უწოდა.

მოგვიანებით, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გორის მერმა უარყო, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა: „მოსახლეობას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები, რომელიც მაშინდელ მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო. ჩვენი უცხოელი პარტნიორები - კონდოლიზა რაისი და მაშინდელი ელჩი მაილსი აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს პროვოკაციები აუცილებლად იქნებოდა და არ წამოგებოდა მათ“.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს დავით მახნიაშვილს მიაჩნია, რომ კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება საკრებულოში მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]