weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზურაბიშვილი მგონი ნიკო ნიკოლაძეს გვარჩევინებს პრეზიდენტად, ვაშაძე უარესია – უსუფაშვილი

10:37 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

„ქალბატონი სალომე მგონი ნიკო ნიკოლაძეს გვარჩევინებს პრეზიდენტად და ამით სპეკულირებს. ნიკო ნიკოლაძე თუ მისცემდა საქართველოში ხმას პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც 1990 წლიდან 2003 წლამდე ვერ მოიცალა დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურისთვის?!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ არის მოღალატე, ის პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ნიკო ნიკოლაძე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდა, დაუშვებდა იმას, რომ 1990 წლიდან 2003 წლამდე, როდესაც ქვეყანა იღუპებოდა, როდესაც სანთლით საძებარი იყო დიპლომატიც, სახელმწიფოს მცოდნეც და ა.შ., 2003 წელს ჩამობრძანდა ქალბატონი სალომე საქართველოში, უცხო ქვეყნის ელჩად საკუთარ ქვეყანაში. ანუ, როცა მინისტრობას შესთავაზებ და პრეზიდენტობის საშუალება გაჩნდება, მაშინაა კარგი ეს ამბავი? სალომე ზურაბიშვილი არ არის მოღალატე, ის არის შეუფერებელი ამ საქმისთვის“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე უარესია.

„ის თავის თავს კი არა, პრაქტიკულად, სააკაშვილს გვთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატად და მის ჩამოყვანას აპირებს - შევიწყალებო, მოქალაქეობას მივცემო.

ყველა, ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ სააკაშვილს აღუდგენს საქართველოს მოქალაქეობას, ასეთი ადამიანების არათუ პრეზიდენტად, საერთოდ საჯარო სამსახურში ყოფნა სახიფათოა ქვეყნისთვის.

ყველა ვინც ამბობს, რომ სააკაშვილმა თვითონ კი არ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, არამედ მარგველაშვილმა წაართვაო, ან სუპერ უვიცები არიან, ან სუპერ უნამუსოები. იმიტომ, რომ ის წავიდა უკრაინის სამსახურში, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ზუსტად იცოდა, რომ ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას“, – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

დავით უსუფაშვილმა განმარტა, რა უპირატესობები აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით და რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა.

„მე, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტად დავით უსუფაშვილი იქნებოდა სწორი არჩევანი.

განათლებით სახელმწიფოს და სამართლის მცოდნე ვარ; მეორე დიპლომით ვარ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი. 30 წელია სახელმწიფოს სამსახურში ვარ. პირველ არჩევნებზე, რომელიც, სხვათა შორის 28 ოქტომბერს ჩატარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი და ამ პროცესში ვმონაწილეობდი. ოთხივე პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საქმიანი და ახლო ურთიერთობა. პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით რეფერენდუმის ჩასატარებლად და მოლაპარაკებებზე აფხაზეთში დავდიოდი 90 წელს; სამი წელი მეორე პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი, მეოთხე პრეზიდენტის კი, ფაქტობრივად, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი იმიტომ, რომ ყოველ წუთს აქ უნდა ვყოფილიყავი მისი მოვალეობის შესასრულებლად. დიახ, მე მაქვს ეს გამოცდილება და ჩემი საქმიანობის ყოველი დღე დაკავშირებული იყო საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ქართულ სახელმწიფოებრიობასთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]