ამერიკელ ჟურნალისტ შონ კინგის ცნობით, ფაჩულიას ჩემპიონი გუნდის ყველა კალათბურთელმა ტრამპთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც იცით, ყოველ წელს, NBA-ს ჩემპიონი გუნდი ამერიკის პრეზიდენტს ტრადიციულად თეთრ სახლში ხვდება ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს, ეს წეს-ჩვეულება წელს დაირღვევა.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარის მიზეზი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. აქვე შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ მშობლიურ კალიფორნიის შტატში წააგო.