„ისთანბულ ბაშაქშეჰირის“ წევრს ბრალად სექსუალური ხასიათის ძალადობა, დაზიანების მიყენება, იარაღის ფლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება.
31 წლის არდა თურანი ღამის კლუბში მომღერალ ბერქაი შაჰინის ცოლს ავიწროებდა. როდესაც შაჰინი მასთან სალაპარაკოდ მივიდა, თურანმა შელაპარაკებისას ცხვირი გაუტეხა. მოგვიანებით, მომხდარის გამო ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, საავადმყოფოში იარაღით მივიდა და მომღერალს შესთავაზა, რომ მისთვის ესროლა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში არდა თურანმა თურქ ჟურნალისტ ბილალ მეშეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მიმდინარე წლის მაისში მსაჯებზე თავდასხმის გამო კი თურქეთის ჩემპიონატში 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.