weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ძიუდოს ფედერაციას გიორგი ათაბეგაშვილი უხელმძღვანელებს

10:29 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილის აირჩიეს, რომელიც ქართული ძიუდოს მმართველ ორგანოს მომავალი 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უწინდელმა ხელმძღვანელმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა ძიუდოისტთა აქციების ფონზე დატოვა. ქევხიშვილი პოსტის მაძიებელთა შორის ამჯერადაც გახლდათ, თუმცა დავით ხახუტაშვილის, დავით ხახალეიშვილისა და გიორგი ალექსიძის მსგავსად, კანდიდატურა მოხსნა.

საბოლოოდ, არჩევნებისთვის ერთადერთი კანდიდატი გიორგი ათაბეგაშვილი დარჩა, რომელსაც სასტუმრო “ბილტმორში“ გამართული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის დამსწრე 41 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტების პოტზე ცეზარ ჩოჩელი, ზაქრო კევლიშვილი, ზაზა გულდიანი, თენგიზ ხუბულური და თამაზ ნავერიანი დაასახელა. გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც აქამდე ათაბეგაშვილი იკავებდა, ვაკანტური დარჩა და ეს საკითხი მოგვიანებით აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება. 

ცნობისთვის, ქევხიშვილის პრეზიდენტობის დროს, ათაბეგაშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივნად მუშაობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]