weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანტონ პლესნოიმ საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა

12:15 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ახალმა წევრმა, წარმოშობით უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პოლონეთის ქალაქ ზამოშჩში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპირველობის 94 კგ-მდე წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთანაც ახლოს იყო, თუმცა მსაჯებმა ამის საშუალება არ მისცეს.

პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა (165, 169 და 172 კგ) გამოიყენა და მე-2 ადგილზე გასულ უკრაინელ პავლო ზაკაშევსკის ერთბაშად 11 კგ-ით აჯობა, მცირე ბრინჯაო კი სომეხ ჰაკობ მკრტჩიანს (160 კგ) ერგო.

პლესნოიმ აკვრაში 195 კგ-იანი შტანგა დასძლია, შემდეგ კი 202 კგ ორჯერ ასწია, თუმცა არბიტრებმა არცერთი მისვლა არ ჩაუთვალეს და ამით მის მეტოქეებს გზა გაუხსნეს. შანსი კარგად გამოიყენა ხსენებულმა მკრტჩიანმა, რომელმაც 208 კგ აჰკრა, დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჯამური 368 კგ-ით პლესნოის გადაასწრო.

საბოლოოდ, პლესნოიმ (367 კგ) მე-2 ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი ბელარუს სერგეი გარანინს (355 კგ) ერგო.

შეგახსენებთ, რომ ეს ქართული დელეგაციისთვის ამ ევროპის ჩემპიონატზე აღებული უკვე მე-3 მედალია - კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გოგა ჩხეიძე (69 კგ) და რევაზ დავითაძე (85 კგ) ავიდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]