FIFA-ს მაღალჩინოსანთა სხდომა აფრიკის სახელმწიფო რუანდაში შედგა.
„საკმაოდ დეტალური ანგარიში გაჟღერდა. FIFA-ს ღონისძიებათა ჩატარების დეპარტამენტის დირექტორმა კოლინ სმიტმა წარმოადგინა ფაქტოლოგიური ანგარიში. განცხადება მეც გავაკეთე - ეს უფრო ზოგადი და ემოციური იყო. მთლიანობაში, მსოფლიო ჩემპიონატი ერთსულოვნად, ყველა მიმართულებით, დასახელდა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ღონისძიებად. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საბჭომ შეადგინა. ბევრ მაჩვენებელში მოიხსნა წინა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი, წარმატებულად ჩაითვალა ჩვენი ინიციატივები, მათ შორის - უფასო ტრანსპორტსა და გულშემატკივართა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოროკინმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართა და საფრანგეთის ჩემპიონობით დასრულდა.
ამ თემაზე: