weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რატომ არ დაინიშნა ანტონიო კონტე „რეალში“

11:41 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

არსებული ინფორმაციით, ხულენ ლოპეტეგის გაშვების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ძალიან ახლოს იყო მადრიდის „რეალის“ გაწვრთნასთან, მაგრამ ბოლო მომენტში შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზი მადრიდული „სამეფო კლუბის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განმარტა.

კალდერონი მიიჩნევს, რომ კონტეს მადრიდში გარანტიები სურდა, რაზეც კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თანახმა არასოდესაა.

„მან სამწლიანი კონტრაქტი მოითხოვა, აგრეთვე - ხუთი ადამიანი სტაფში, რომელიც თავისი შერჩეული იქნებოდა და განსაკუთრებით - სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლება. ის მოთხოვნები წამოაყენა, რასაც ფლორენტინო არ ეთანხმება.

არა მგონია, რომ „რეალისთვის“ კონტე იდეალური მწვრთნელი იქნებოდა. ისევე, როგორც - მოურინიო. კონტე დაცვითი სტილი მწვრთნელია, რომელიც სამი მცველით თამაშობს. ეს კი „რეალის“ სტილი არაა და ამას ფანები არ ელოდებიან. პერესმა უკვე გამოიარა იგივე მოურინიოსთან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო და კლუბი ცუდ სიტუაციაში დატოვა“, - აღნიშნა კალდერონმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდი რამონ კალდერონის ხელში 2006-2009 წლებში იყო. მის პერიოდში „რეალმა“ „იუვენტუსიდან“ ფაბიო კანავარო და ემერსონი შეიძინა, რუუდ ვან ნისტელროი - „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, არიენ რობენი - „ჩელსიდან“, ხოლო მაჰამადუ დიარა - „ლიონიდან“. კალდერონის ორწელიწადნახევრიანი მმართველობისას „რეალს“ ფაბიო კაპელო, ბერნდ შუსტერი და ხუანდე რამოსი წვრთნიდნენ, კლუბმა კი შესაძლო ტიტულებიდან მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი (ორჯერ) და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]