weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რეალმა“ სოლარისთან კონტრაქტი დადო

10:38 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

საფეხბურთო გრანდმა მადრიდის „რეალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარის ნდობა გამოუცხადა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ არგენტინელ სპეციალისტს ორი კვირის წინ დროებით ჩააბარა გუნდი, ამჯერად კი ახალი შეთანხმების მიხედვით, სანტიაგო სოლარი „რეალს“ 2021 წლამდე გაწვრთნის.

სოლარის ორკვირიან პერიოდში „რეალმა“ ყველა ტურნირზე 4 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. არგენტინელი მწვრთნელი ისტორიაშიც შევიდა, რადგან ასეთი კარგი სტარტი „ბლანკოსის“ თავკაცის პოსტზე 89 წლის განმავლობაში არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სანტიაგო სოლარიმ მადრიდული გრანდის მწვრთნელის თანამდებობაზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]