ჩაკვეტაძე ანდორასთან მატჩში ქართველთა რიგებში საუკეთესო იყო. ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბარსელონას“ სკაუტმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თამაში მოიწონა და მასზე კარგი მოხსენებები ჩაინიშნა.
sport.es-ის ახალ ნომერში ვკითხულობთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „ბარსელონას“ ახალი გატაცებაა. კატალონიური კლუბი 19 წლის შემტევს ერთ წელზე მეტია აკვირდება. გიორგიმ ესპანური კლუბის სკაუტების გამოცდა წარმატებით გაიარა – ანდორას წინააღდეგ გატანილი გოლი მის ანგარიშზეა და მატჩის გამორჩეული მოთამაშეც იყო – წერს Sport.es.
როგორც ესპანური გამოცემები წერენ, გიორგი ჩაკვეტაძე „ოსტატურად შეურაცხმყოფელი“ ფეხბურთელია, საოცარი ტექნიკით და შესანიშნავი ხედვით. ის ისეთი ღირებულებების მატარებელია, რითაც „ბარსელონაში“ ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ამჟამად ბელგიური „გენტის“ ლიდერია. 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბევრჯერ მოხვდა ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში მის შედეგიანობას, „ჯვაროსნების“ რიგებში გამართულ 6 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.