weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გადადებული „სუპერკლასიკო“ სავარაუდოდ 8 დეკემბერს ჩატარდება

12:56 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, 2018 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი გადაიდო. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შედგება არგენტინულ „სუპერკლასიკოდ“ წოდებული „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ შეხვედრა, მაგრამ სავარაუდო თარიღად 8 დეკემბერი სახელდება.

8 დეკემბრის გარდა განიხილება სხვა თარიღებიც, საბოლოო გადაწყვეტილება კი სამშაბათს, ორივე ბუნეოს აირესული გუნდის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.

„კოპა ლიბერტადორესის“ საპასუხო ფინალური მატჩი 24 ნოემბერს, „რივერ პლეიტის“ კუთვნილ სტადიონ „ესტადიო მონუმენტალზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ „რივერ პლეიტის“ ფანები მატჩამდე „ბოკა ხუნიორსის“ ავტობუსს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ორი ფეხბურთელი დაშავდა. გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელი გაზით მოიწამლა. თავდაპირველად მატჩი 1 საათით, მერე 2 საათით და 15 წუთით გადადეს, შემდეგ - ერთი დღით, საბოლოოდ კი თარიღი შეცვალეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი შეხვედრა სტადიონ „ლა ბომბონერაზე“ შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]