weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონია

10:29 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი ფეხბურთში „საბურთალო“ გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მისთვის აქამდე არნახულ შედეგს მიაღწია და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“, რომელიც 1999 წელს დაარსდა, ისტორიული ტრიუმფი მიმდინარე ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც საჩემპიონო რბოლაში მთავარი კონკურენტი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩამდე „საბურთალოს“ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა და რომც წაეგო, მისი ჩემპიონობა მაინც რეალური იქნებოდა, უბრალოდ, ახლო მომავლისთვის გადაიდებოდა. დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

„დინამოს“ კი დარჩენილ სამ ტურში მეორე ადგილის შენარჩუნებაზე მოუწევს ზრუნვა, რადგან ქუთაისის „ტორპედოს“ მხოლოდ 1 ქულით სჯაბნის.

„საბურთალოს“ წინაშე ახალი გამოწვევაა - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველოს სახელის დაცვა მოუწევს და ბუნებრივია, შემადგენლობის გაძლიერებაც დასჭირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში საქართველოს თასის 2018 წლის გათამაშების გამარჯვებული კი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]