გაფრინდაშვილმა (2301 ქულა) 65+ ასაკის ქალთა ტურნირის 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ამავე კატეგორიაში თამარ ხმიადაშვილი (2010 ქულა) 6.0 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონიც გახდა.
ქართული დელეგაციის აქტივში ბლედში მოპოვებული კიდევ 2 მედალია. 50+ ასაკის ღია პირველობაზე გიორგი ბაღათუროვმა (2417 ქულა) და ზურაბ სტურუამ (2529 ქულა), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს. ბაღათუროვმა 8.5 ქულა მიითვალა და სომეხ ჩემპიონ კარენ მოვსისიანს (2513 ქულა) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა, სტურუას აქტივში კი 8.0 ქულა იყო.