საქართველოს ნაკრები, რომელიც UEFA-ს ერთა ლიგაზე ნაჩვენები წარმატებული შედეგის გამო მეხუთის ნაცვლად მეოთხე კალათში იყო განთესილი, ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდა.
ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ქვეჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო
B ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი
C ჯგუფი: ჰოლანდია, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი
D ჯგუფი: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი
E ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი
F ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერის კუნძულები, მალტა
G ჯგუფი: პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია
H ჯგუფი: საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, ანდორა
I ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, შოტლანდია, კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო
J ჯგუფი: იტალია, ბოსნია & ჰერცეგოვინა, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტაინი
საერთო შეფასებით, ქვეჯგუფები თითქმის თანაბარია, თუ არ ჩავთვლით შედარებით სუსტი გუნდებისგან დაკომპლექტებულ G ჯგუფს. რამდენიმე დაპირისპირება კი საყოველთაო ინტერესს იწვევს, მაგალითად, ერთა ლიგის მსგავსად კვლავ ერთად მოხვდნენ პრინციპული მეტოქეები - ჰოლანდია და გერმანია. რევანშის შანსი ასევე მიეცა საბერძნეთს, რომელსაც ახლახანს დასრულებულ ერთა ლიგაზე ფინეთმა აჯობა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2019 წლის მარტში დაიწყება და ამავე წლის ნოემბერში დასრულდება. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგსა და თარიღებს:
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ რეგულარული შესარჩევი ციკლიდან 20 გუნდი პირდაპირ მოიპოვებს ევროპის პირველობის საგზურს ანუ თითოეული ქვეჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ. ჩემპიონატის დანარჩენ ოთხ საგზურს ერთა ლიგის პლეი-ოფები გაარკვევს, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. როგორც იცით, ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსი გახლავთ, მისი ძლევის შემთხვევაში კი „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კოსოვო-მაკედონიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.