აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა გააკეთა.
„მზად ვართ, გამოვიყენოთ VAR იმაზე ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო. მიგვაჩნია, რომ ეს ტურნირზე კარგად აისახება და მსაჯებს დაეხმარება, არასწორი გადაწყვეტილებების შემცირებაში“, - განაცხადა ალექსანდერ ჩეფერინმა, რომელიც მცირე ხნის წინ აცხადებდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეორეფერის დანერგვისთვის UEFA ჯერ მზად არ იყო, თუმცა მალევე დამტკიცდა, რომ VAR სისტემა ევროტურნირებზე 2019 წლიდან ამუშავდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერი წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც წარმატებით გამოიყენეს.