გურამ კაშიას პრეზიდენტისგან ბრწყინვალების ორდენი ჰუმანური იდეების გავრცელებისთვის გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა მიმდინარე წელს UEFA-სგან ე.წ. თანასწორი თამაშის ჯილდოც მიიღო.
კაშიას მსგავსად მარგველაშვილმა აღნიშნული ჯილდო მეუფე ისაიას, რეჟისორი თემურ ჩხეიძეს, მომღერალი მანანა მენაბდეს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორ ქეთევან ხუციშვილსა და ფილოლოგ ზურაბ კიკნაძესაც გადასცა.