უელსელმა შემტევმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნა, შემდეგ კი მეორე ნახევრის სტარტზე, ორწუთიან მონაკვეთში გაუტანა აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს. იაპონელებმა ანგარიშის შემცირებაღა მოახერხეს, მადრიდული გრანდი კი ამ ტურნირის ისტორიაში მეოთხედ გავიდა ფინალში. აღსანიშნავია, რომ შარშანწინ ფინალში ერთმანეთს სწორედ „რეალი“ და „კაშიმა ანტლერსი“ შეხვდნენ, როდესაც „სამეფო კლუბმა“ დამატებით დროში (3:2) სძლია იაპონურ კლუბს.
ამრიგად, 22 დეკემბერს ორი მატჩი გაიმართება: მე-3ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის აბუ დაბიში „რივერ პლეიტი“ და „კაშიმა ანტლერსი“ ითამაშებენ, ფინალურ მატჩში კი „რეალი“ არაბულ „ალ აინს“ შეხვდება.
ამავე თემაზე: