weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით ხეცურიანმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

10:29 პარასკევი, 23 ივნისი 2017

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე უკვე 4 მედალია. რეზი დავითაძის (85 კგ) მიერ ატაცში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს თავისი წილი მედლები დავით ხეცურიანმა (105 კგ) მიამატა.

ხეცურიანმა პირველ მოძრაობაში - ატაცში საუკეთესო შედეგი აჩვენა 173-კილოგრამიანი შტანგის აწევით, აკვრაში კი მან მონაგარს 195 კილოგრამი მიამატა და ორჭიდის ჯამში 368 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა. დავით ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონს, ირანელ რეზა ბეირალვანდს მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალს კი სომეხი სამველ გასპარიანი დაეუფლა, 365 კილოგრამით.

105 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ირაკლი ჩხეიძეც ჩაება. 161-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 195 კილოგრამი აჰკრა და ორჭიდში 356 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მძიმე წონაშიც (+105 კგ) გამოვლინდებიან, სადაც საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე წარმოადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]