weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაიან ბაბელი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

11:33 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

სტამბოლის „ბეშიქთაში“ პორტუგალიელი პეპეს შემდეგ კიდევ ერთ ცნობილ ფეხბურთელს შეელია. 32 წლის ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი რაიან ბაბელი კარიერას ლონდონის „ფულემში“ გააგრძელებს.

მოკრძალებული ლონდონური კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება სეზონის ბოლომდე შედგა. ჰოლანდიის ნაკრების ვეტერანი ახალ კლუბში 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამის „აიაქსის“ სკოლის აღზრდილ რაიან ბაბელს ინგლისის ჩემპიონატში აქამდეც უთამაშია, როდესაც 2007-2011 წლებში „ლივერპულის“ რიგებში გამოდიოდა.

რაც შეეხება „ფულემს“, „კოტეჯერების“ მეტსახელით ცნობილი გუნდი, რომელსაც გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი უდგას სათავეში, მიმდინარე ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა და მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში დარჩენაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]