weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მილანში“ იგუაინს პოლონელი თავდამსხმელი შეცვლის

14:29 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

„მილანმა“ შეთანხმებას მიაღწია „ჯენოას“ პოლონელი თავდამსხმელის, კჟიშტოფ პიონტეკის ტრანსფერზე. გარიგების ღირებულებად €35 მილიონი დასახელდა. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სერია A-ს განვლილ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში ჯერ-ჯერობით მე-2 პოზიციაზეა.

კჟიშტოფ პიონტეკი „ჯენოაში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში პოლონური „კრაკოვიადან“ გადავიდა, ამჯერად კი „მილანთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში გონსალო იგუაინის ადგილს დაიკავებს, რომლის ტრანსფერიც „ჩელსიში“ გაოფიციალურდა.

„მილანი“ და „ჯენოა“ ტრანსფერს სამშაბათს დაასრულებენ, როდესაც პიონტეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]