weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მინისტრი მოჭიდავეებს – ვგმობთ ძალადობას, დაელოდეთ გამოძიების შედეგებს

13:08 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. მინისტრი დაპირისპირებულ მოჭიდავეებს მოუწოდებს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და, რა თქმა უნდა, ის არ შეიცვლება - ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ამასთან დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე,

ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი ნაკრების მწვრთნელთა მეთვალყურეობით.

მათგან ქართველი გულშემატკივარი, სპორტული საზოგადოება ელის მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო სარბიელზე, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალადობის ბრალდებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ გეგეშიძემ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორგზის ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს.

ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. თავად ფედერაციის პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს. როგორც დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, არავისთვის არაფერი ჩაურტყამს.

მოჭიდავეთა ნაწილი, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაზვიად პატარიძე, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს. მათ დუშეთში მოსამზადებელი შეკრება მიატოვეს და წუხელ თბილისში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]