weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ჭიდაობაც ძალადობაა“ – ხინჩეგაშვილი გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს

13:57 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

„ჭიდაობაც ძალადობაა. რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას მე ვერ ავუღებ“, – განაცხადა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

ხინჩეგაშვილის თქმით, მსგავსი დაპირისპირებები ხშირად მომხდარა, თუმცა ასეთი ფორმა არასდროს მიუღია.

„დღეს რომ აქ ვდგევართ, ძალიან საწყენი და სამარცხვინოა. რაც უფრო ჰუმანურად და დიპლომატიურად მოგვარდება ეს ყველაფერი, უკეთესია, რათა გავაგრძელოთ ქვეყნისთვის იმ კარგი საქმის კეთება, რასაც ვაკეთებთ“, – თქვა ხინჩეგაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ჩხუბის გამო 22 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ ორგზის ევროპის ჩემპიონს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოჭიდავეთა ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს. მათ დუშეთში მოსამზადებელი შეკრება მიატოვეს და წუხელ თბილისში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიური წელია, ვარჯიშს მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი თავისუფალი არ იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]