weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რონალდოს სამშობლოში საპატიო წოდებებს ართმევენ

15:29 შაბათი, 26 იანვარი 2019

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავ კრისტიანო რონალდოს პორტუგალიაში რაინდის ტიტულებს ართმევენ, რაც ფეხბურთელის გახმაურებულ სასამართლო საქმეს უკავშირდება.

მოგეხსენებათ, რონალდოს ესპანეთში 2011 წლიდან 2014 წლამდე 18 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვის გამო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რაც მის სამშობლოში საპატიო ტიტულების ჩამორთმევის მთავარი მიზეზია.

„კანონი ძალიან მარტივია: თუ სასამართლოში გაქვს საქმე და ეროვნულ ღირებულებებს არღვევ, აღარ გაქვს პატივი, იყო რაინდი“, - განაცხადა პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ.

სამაგიეროდ რონალდოს მშობლიურ ქალაქ მადეირაში უჭერენ მხარს და ამხნევებენ. კუნძულ მადეირას პოლიტიკურმა ლიდერმა მიგელ ალბუკერკემ განაცხადა, რომ მადეირაში კრისტიანო რონალდო ყოველთვის ცნობილია, როგორც კარგი ადამიანი, ის არაა კრიმინალი, არამედ ის ყველაზე პრესტიჟული პორტუგალიელია მსოფლიოში.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რონალდომ პრინც ენრიკეს სახელობის ორდენის მესამე ხარისხის ჯილდო 2014 წელს მიიღო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კი იგი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის დაჯილდოვდა საპატიო როდენით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]