weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მორატა „ატლეტიკოში“ ითამაშებს

10:52 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

ესპანელი ცენტრფორვარდი ალვარო მორატა მადრიდში დაბრუნდა. ლონდონის „ჩელსიმ“ 26 წლის თავდამსხმელი „ატლეტიკოში“ წელიწადნახევრიანი იჯარით გაასხვისა. „როხიბლანკოში“ ფეხბურთელი 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის იჯარაში 7.5 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ფორვარდის გამოსყიდვა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ 40-45 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „ჩელსიში“, 2017 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ ორჯერ ირიცხებოდა 2010-2014 და 2016-2017 წლებში, ორი სეზონი კი (2014-2016) ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში გაატარა.

აქვე გეტყვით, რომ „ჩელსის“ მაისურით მორატამ სულ 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, ესპანეთის ნაკრებში მან 2014 წლიდან 27 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი მიითვალა.

 

ამ თემაზე:

იგუაინი „ჩელსიში“ იჯარით ითამაშებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]