ესპანელი ფელიქს სანჩესის შეგირდებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მათგან აღსანიშნავია მიმდინარე გათამაშების ბომბარდირ ალმოეზ ალის გოლი, რომელიც ტურნირზე მე-8 გამოდგა და ყატარელთა ბოლო, მეოთხე გოლი, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა რამდენიმე წამში გაუტანა ალბერტო ძაკერონის გაწვრთნილ გუნდს.
ამრიგად, აზიის თასის რიგით მე-17 გათამაშების ფინალში, რომელსაც 1-ელ თებერვალს აბუ დაბის შეიხ ზაიედის სპორტული ცენტრის სტადიონი უმასპინძლებს, ყატარს იაპონია დაუპირისპირდება, რომელმაც წინა დღეს ნახევარფინალში ირანის ნაკრებს სძლია.