პორტუგალიელმა სპეციალისტმა კოლუმბიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. იგი „კაფეტერებს“ მოახლოებულ „კოპა ამერიკაზე“ დამოძღვრავს და ყატარში გასამართი მუნდიალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
კარლოს კეიროსს აქამდე სანაკრებო დონეზე პორტუგალიაში (ორჯერ), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამხრეთ აფრიკასა და ირანში უმუშავია. ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ ზედიზედ გაიყვანა, რაც აქამდე ამ ქვეყნის ნაკრებს არასოდეს უქნია. კეიროსი ირანის ნაკრებიდან ახლახანს დასრულებული აზიის თასის ნახევარფინალში იაპონიასთან მარცხისთანავე წავიდა.
კოლუმბიის ნაკრებს უახლოესი ამხანაგური მატჩები 22 და 26 მარტს, შესაბამისად, იაპონიასთან და ავსტრალიასთან აქვს.