იტალიელ სპეციალისტს გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო მკაცრად აკრიტიკებენ. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ინგლისის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში „ბორნმუთთან“ 0:4 წააგო, „მანჩესტერ სიტისთან“ კი 0:6 განადგურდა.
მაურიციო სარი „სტემფორდ ბრიჯზე“ სამუშაოდ ზაფხულში მივიდა. მის ხელში ლონდონელმა „არისტოკრატებმა“ სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა პრემიერ ლიგაში თანდათან პოზიციები დათმეს.
რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალთან“ ერთად ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ უმუშევარია, მის სახელს კი ბოლო პერიოდში ტურინის „იუვენტუსსა“ და მიუნხენის „ბაიერნთანაც“ აკავშირებენ.