ლონდონურ კლუბთან სარიმ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ჩელსიში“ მისი ასისტენტი ჯანფრანკო ძოლა იქნება, რომელიც 1996-2003 წლებში სწორედ „არისტოკრატების“ რიგებში თამაშობდა.
„ჩელსიში“ მაურიციო სარი ბრაზილიური წარმოშობის იტალიელ შუახაზელ ჟორჟინიოსაც მიიყვანს, რომელიც „ნაპოლიში“ სარის სამწლიან პერიოდში თამაშობდა ნეაპოლიტანურ კლუბში.
რაც შეეხება ანტონიო კონტეს, ლონდონურ კლუბში მან ორი წელი დაჰყო, სადაც უფრო წარმატებული პირველი სეზონი გამოდგა - იტალიელმა სპეციალისტმა „არისტოკრატებს“ ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა ბოლო სეზონში „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგების მიუხედავად, კონტე გუნდიდან მაინც გაუშვეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ მაურიციო სარის ნაცვლად მცირე ხნის წინ გამოცდილი კარლო ანჩელოტი დანიშნეს.