weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

11:32 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ.) და ზაურ ბერაძემ (84 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვანიშვილმა მერვედფინალში თურქი ერთუღრულ ქაჰვეჯის 6:3 სძლია, მეოთხედფინალში ფრანგი არმან ელოიანი 6:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბულგარელ მიკიაი სალიმ ნაიმთან 4:8 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ქართველმა მოჭიდავემ რუსი ალიკ ხადარცევი 8:6 დაჯაბნა და მესამე ადგილი დაიკავა.

ბერაძემ მერვედფინალში მაკედონიელი მიხაილ ნიკოლოვს (10:0) აჯობა, შემდეგ მომავალ ფინალისტ გაჯიმაგომედ ნაჟმუდინოვთან ამავე ანგარიშით დამარცხდა, რეპეშაჟში კი იტალიელ გაბრიელე დოროს ასევე 10:0 სძლია. საღამოს სესიაში ზაურ ბერაძის მეტოქე სომეხი ჰოვანეს მხითარიანი იყო, რომელსაც ჩვენებურმა სუფთად სძლია.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 5 მედალი – 1 ოქროს (გივი მაჭარაშვილი), 1 ვერცხლისა (ნიკა კენჭაძე) და 3 ბრინჯაოს (ედემ ბოლქვაძე, თეიმურაზ ვანიშვილი, ზაურ ბერაძე) მედალი მოიპოვა და 52 ქულით გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე რუსეთი (67 ქულა) გავიდა, მეორეზე კი - აზერბაიჯანი (58 ქულა).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]