weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთი დაამარცხეს

10:05 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 24:10 დაამარცხა. შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა.

მატჩში „ბორჯღალოსნებმა“პირველი ტაიმი 12:5 მოიგეს. მე-14 წუთზე ბექა გორგაძემ ლელო დადო, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი მოთამაშე გააძევა. ქართველებმა უპირატესობით ისარგებლეს და ლობჟანიძემ ლელო დადო. შემდეგ გრიგოლ ქერდიყოშვილმა გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:5 გახდა.

თამაშის დასრულებამდე ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ რაგბი ევროპის პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]