weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უგოლო დღე ჩემპიონთა ლიგაზე

10:28 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

UEFA-ს უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომლებიც ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. „ენფილდ როუდზე“ მასპინძელი „ლივერპული“ და მიუნხენის „ბაიერნი“ უგოლოდ გიყარნენ, იგივე შედეგი დაფიქსირდა ლიონში, სადაც „ბარსელონამ“ სუსტ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

იურგენ კლოპის გუნდს, რომელსაც ძირითადი შემადგენლობის მცველები აკლდა, ძალიან სურდა გამარჯვება და ბევრს უტევდა მეტოქეს, თუმცა მერსისაიდელთა შემტევი ტრიო - მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, რობერტო ფირმინო, გოლს ვერ იტანდა. საპასუხოდ მიუნხენელებიც ავითარებდნენ იერიშებს და მიუხედავად ნულოვანი ფრისა, შეხვედრა დაძაბული, ორმხრივი და სანახაობრივი გამოვიდა, საბოლოოდ კი ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გადაწყდება.

ლივერპული - ბაიერნი 0:0

ლიონში სტუმრობისას უმრავლესობა ერნესტო ვალვერდეს გუნდის იოლ გამარჯვებას ელოდა. „ბარსელონა“ უპირატესობას ფლობდა და უამრავ სახიფათო მომენტს ქმნიდა, თუმცა ლუის სუარესი და ლიონელ მესი დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, განსაკუთრებით - მესი, რომელმაც არაერთი ხელსაყრელი სიტუაციიდან მიზანი ვერაფრით გაისწორა. საპასუხოდ მასპინძლები სახელოვან მეტოქეს კონტრშეტევებით აწუხებდნენ. მეორე ტაიმში „ბარსამ“ კიდევ უფრო გააძლიერა დაწოლა „ოლიმპიკის“ ნახევარზე, მაგრამ ენტონი ლოპესის კარს კატალონიელებმა გასაღები ვერაფრით მოუძებნეს. თამაშიდან გამომდინარე განმეორებით შეხვედრაში „ბარსელონა“ უპირობო ფავორიტი იქნება, ფრანგული კლუბი კი „კამპ ნოუზე“ სასწაულს დაელოდება.

ლიონის ოლიმპიკი - ბარსელონა 0:0

დღეს კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება: ატლეტიკო-იუვენტუსი და შალკე-მანჩესტერ სიტი.

 

ამ თემაზე:

პარიზელთა გამარჯვება მანჩესტერში და ძანიოლოს დუბლი რომში

„აიაქსი“ შინ დამარცხდა, „ტოტენჰემმა“ ბუნდესლიგის ლიდერი გაანადგურა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]