weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ბარსელონას“ „ვალენსია“ შეხვდება

10:51 პარასკევი, 01 მარტი 2019

საფეხბურთო კლუბმა „ვალენსიამ“ ესპანეთის „კოპა დელ რეის“ საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, შინ სევილიის „ბეტისი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ფინალში გავიდა. გუნდების პირველი შეხვედრა 7 თებერვალს, 2:2 დამთავრდა.

„მესტალიაზე“ გამართული მატჩის ერთადერთი გოლი „ღამურების“ თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ გაიტანა - სტუმართა კარი მან 56-ე წუთზე დალაშქრა.

„ვალენსია“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში უკანასკნელად 2008 წელს იყო, როდესაც „კოპა დელ რეი“ მოიგო კიდეც.

ამრიგად, 25 მაისს, სევილიის „ესტადიო ბენიტო ვილამარინზე“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსია“ კატალონიის „ბარსელონას“ შეხვდება.

 

ამ თემაზე:

მადრიდული „ელ კლასიკო“ „ბარსელონამ“ მოიგო

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]