„მესტალიაზე“ გამართული მატჩის ერთადერთი გოლი „ღამურების“ თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ გაიტანა - სტუმართა კარი მან 56-ე წუთზე დალაშქრა.
„ვალენსია“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში უკანასკნელად 2008 წელს იყო, როდესაც „კოპა დელ რეი“ მოიგო კიდეც.
ამრიგად, 25 მაისს, სევილიის „ესტადიო ბენიტო ვილამარინზე“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსია“ კატალონიის „ბარსელონას“ შეხვდება.
ამ თემაზე: