პრესტიჟული გამოცემა As-ის ცნობით, ზიდანმა „რეალის“ პრეზიდენტის წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ზაფხულამდე სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას არ აპირებს.
ცნობილია, რომ პერესი სანტიაგო სოლარის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს მიმდინარე სეზონშივე აქტიურად ეძებს. ბოლო ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ დაბრუნების ყველაზე დიდი შანსი ჟოზე მოურინიოს აქვს.
სანტიაგო სოლარი თავის მხრივ შუა სეზონში დაინიშნა „რეალის“ მწვრთნელად. თავიდან შედარებით გამოასწორა გუნდი თამაში, თუმცა მადრიდული გრანდი ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში დამარცხდა („ჟირონასთან“, ორჯერ „ბარსელონასთან“ და „აიაქსთან“) და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა.
რაც შეეხება ზიდანს, მის სახელს უფრო ტურინის „იუვენტუსთან“, მიუნხენის „ბაიერნთან“ და ლონდონის „ჩელსისთან“ აკავშირებენ.