weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზიდანმა „რეალს“ უარი უთხრა

11:10 პარასკევი, 08 მარტი 2019

ესპანურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა და მადრიდის „რეალს“ დაბრუნება შესთავაზა, თუმცა ზიზუმ „სამეფო კლუბი“ უარით გაისტუმრა.

პრესტიჟული გამოცემა As-ის ცნობით, ზიდანმა „რეალის“ პრეზიდენტის წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ზაფხულამდე სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას არ აპირებს.

ცნობილია, რომ პერესი სანტიაგო სოლარის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს მიმდინარე სეზონშივე აქტიურად ეძებს. ბოლო ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ დაბრუნების ყველაზე დიდი შანსი ჟოზე მოურინიოს აქვს.

სანტიაგო სოლარი თავის მხრივ შუა სეზონში დაინიშნა „რეალის“ მწვრთნელად. თავიდან შედარებით გამოასწორა გუნდი თამაში, თუმცა მადრიდული გრანდი ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში დამარცხდა („ჟირონასთან“, ორჯერ „ბარსელონასთან“ და „აიაქსთან“) და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

რაც შეეხება ზიდანს, მის სახელს უფრო ტურინის „იუვენტუსთან“, მიუნხენის „ბაიერნთან“ და ლონდონის „ჩელსისთან“ აკავშირებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]