დაკავების ოქმში წერია, რომ მაკგრეგორი და გულშემატკივარი სასტუმროდან გამოდიოდნენ, როდესაც გულშემატკივარმა სპორტსმენს ფოტოს გადაღება სთხოვა, UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა კი ქომაგს 1000 დოლარის ღირებულების მობილური დააგდებინა და ტელეფონს რამდენიმეჯერ დააბიჯა.
მაკგრეგორი ინციდენტის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა თანხის ($12 000) სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.
კონორ მაკგრეგორი პოლიციამ გასულ წელსაც დააკავა, როდესაც მან აპრილში UFC-ის სპორტული ავტობუსი დააზიანა და 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.