პირველივე ტურმა ცხადყო, რომ ინგლისის ნაკრებს ევროპის პირველობაზე გასვლა არ გაუჭირდება. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა „უემბლიზე“ ჩეხეთი მიიღო და მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით გაანადგურა. ბენეფისი მოიწყო „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა რაჰიმ სტერლინგმა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და პენალტის დარტყმის უფლებაც მოუპოვა „სამ ლომს“. ამავე ჯგუფში ბულგარეთი და მონტენეგრო სოფიაში თითო ქულით გაიყარნენ და ნათელია, რომ მეორე გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლა სწორედ ბულგარეთს, მონტენეგროსა და ჩეხეთს შორის წარიმართება.
A ჯგუფი:
ბულგარეთი 1:1 მონტენეგრო
ინგლისი 5:0 ჩეხეთი
საინტერესო შეხვედრა შედგა ლისაბონის „ესტადიო და ლუზზე“, სადაც პორტუგალიამ უკრაინას ვერაფერი მოუხერხა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ევროპის მოქმედ ჩემპიონებს და სტუმრად დამსახურებული 1 ქულა აიღო. კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საფეხბურთო სამყაროს ლუქსემბურგის ნაკრებმა, რომელმაც შინ ლიეტუვა დაამარცხა, რამდენიმე დღეში გასამართ მეორე ტურში კი ამ ქვეჯგუფში ორი საინტერესო მატჩი შედგება: ლუქსემბურგი-უკრაინა და პორტუგალია-სერბეთი.
B ჯგუფი:
პორტუგალია 0:0 უკრაინა
ლუქსემბურგი 2:1 ლიეტუვა
H ჯგუფში სამივე შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს. საფრანგეთმა კიშინიოვში გრიზმანის, ვარანის, ჟირუსა და მბაპეს გოლების შემდეგ გაუშვა 1 ბურთი, შენოლ გიუნეშის გაწვრთნილმა თურქეთმა ბურაქ ილმაზისა და ჰაქან ჩალჰანოღლუს გოლებით ალბანეთს გასვლაზე სძლია, ისლანდიამ კი იგივე ანგარიშით სტუმრად ანდორა დაამარცხა.
H ჯგუფი:
ალბანეთი 0:2 თურქეთი
ანდორა 0:2 ისლანდია
მოლდოვა 1:4 საფრანგეთი
ამ თემაზე: