weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბაიერნმა“ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი მცველი შეიძინა

11:40 სამშაბათი, 26 მარტი 2019

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი მცველი ლუკას ერნანდესი 1-ლი ივლისიდან „ბაიერნში“ გადავა. 23 წლის ფეხბურთელმა მიუნხენურ გრანდთან 6-წლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

„რეკორდმაისტერს“ ახალგაზრდა მარცხენა მცველის ტრანსფერი 85 მილიონი ევრო, ხოლო 6-წლიანი ხელფასი 75 მილიონი დაუჯდება. წყაროს ინფორმაციით, ესპანური წარმოშობის მქონე ფეხბურთელი „ბაიერნის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი გახდება.

ლუკას ერნანდესმა კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ დაიწყო, სადაც 2014 წლიდან გამოდის. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში იგი გასულ წელს გამოჩნდა და რუსეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, სადაც ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბავარიულმა კლუბმა „შტუტგარტიდან“ ფრანგი მარჯვენა მცველის, ბენჟამინ პავარის ტრანსფერი შეათანხმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]