„მოგესალმებით, მეგობრებო, სწრაფ განცხადებას გავაკეთებ. გადავწყვიტე, თავი დავანებო სპორტს, რომელსაც შერეული საბრძოლო ხელოვნება ეწოდება. ჩემს ძველ კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ“, - წერს მაკგრეგორი.
MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლის წასვლას, UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი გამოეხმაურა.
„კონორს ფული აქვს და პენსიაზე გასვლა შეუძლია, თან ვისკის ბიზნესიც ძალიან წარმატებული გამოდგა. ყველაფერი გასაგებია, მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. ის ბრძოლას აღარ აპირებს, მუშაობას კი განაგრძობს. ვისკის ბიზნესი უსაქმოდ ყოფნის საშუალებს არ მისცემს, ვფიქრობ, სხვა გეგმებიც ექნება. მისი ოქტაგონზე ცქერა კარგი იყო. კონორმა სპორტში წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ძალიან მიხარია მისი წარმატება და იმედი მაქვს, სხვაგანაც ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც ოქტაგონზე იყო“, - განაცხადა უაიტმა.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სკანდალური სპორტსმენი UFC-დან მიდის. ის პენსიაზე პირველად 2016 წელს გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ნეიტ დიასს შეებრძოლა.
კონორ მაკგრეგორი კარიერის მანძილზე UFC-ის ჩემპიონი ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა. 25 ბრძოლაში 21 გამარჯვება მოიპოვა და 4-ჯერ დამარცხდა. მაკგრეგორი რინგზე ბოლოს ოქტომბერში, ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გავიდა. გახმაურებული ბრძოლა ირლანდიელის დამარცხებითა და ორივე მებრძოლის 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა.