weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის გრან-პრი საქართველოს ნაკრებმა 10 მედლით დაასრულა

10:47 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

ძიუდოში სამდღიანი თბილისური შეჯიბრების დასკვნით დღეს საპრიზო სამეულები მამაკაცთა სამ და ქალთა ორ წონით კატეგორიაში შეივსო, საქართველოს სახელით კონკურენციაში 13 ძიუდოისტი ჩაება და მათგან 4 კვარცხლბეკზე ავიდა. საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-პრიზე ჯამში 10 მედალი მოიპოვა და მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 52 ქვეყნის ნაკრებს შორის მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა.

ბოლო დღეს საუკეთესო შედეგი ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) აჩვენა. 25 წლის მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე ამერიკელი აჯექს ტადეჰირა და ორი თანაგუნდელი: ადამ ოქრუაშვილი და გელა ზაალიშვილი დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს აჯობა.

ფინალამდე მივიდა 90 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი პაპუნაშვილიც, მაგრამ უმაღლეს ტიტულამდე ბრაზილიელი ივან სილვა მორალესის ძლევა დააკლდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე პაპუნაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ოთხივე იპონით, მათ შორის -  ევროპის 2017 წლის ჩემპიონი, სერბი ალექსანდარ კუკოლი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს ტურში შემავალი სუპერტურნირების 8-გზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი.

ღვინიაშვილმა და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მამაკაცთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით 44 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩემპიონი გახდა, გიორგი თუთაშვილი (66 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ვალერი იაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) – ბრინჯაოებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]