ბასილაშვილმა და მოლდოველმა რადუ ალბოტმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და არგენტინელი გვიდო პელა 6:1, 6:7 (7:9), 10:6 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელებს - რობინ ჰაასე-ვესლი კოლჰოფს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ მონტე-კარლოს ტურნირის ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სწორედ ხსენებულ ფუჩოვიჩთან წააგო, ამდენად, საქართველოს N1-მა ჩოგანმა მცირე რევანშის აღება მოახერხა.