20 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა და 30 მეტრი საოცარი სიწრაფით გაირბინა. როგორც გაირკვა, მბაპემ ეს მანძილი საათში 38 კმ სიჩქარით დაფარა და უსაინ ბოლტის რეკორდზე მაღალი სისწრაფე დააფიქსირა.
ლეგენდარულმა იამაიკელმა მორბენალმა 2009 წელს, ბერლინში, 100 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც ხსენებული დისტანცია 9.58 წამში დაფარა და საშუალოდ საათში 37.58 კმ სისწრაფე განავითარა.