weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UEFA-მ ნეიმარი დასაჯა

13:01 შაბათი, 27 აპრილი 2019

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი UEFA-მ „ინსტაგრამში“ მსაჯების შეურაცხყოფის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფეხბურთელი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საწყის 3 მატჩს გამოტოვებს.

ნეიმარმა პსჟ-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა გააკრიტიკა. ფეხბურთელი მთავარი არბიტრის, დამირ სკომინას მოქმედებით გახლდათ აღშფოთებული, რომელმაც ნეიმარის აზრით, უსაფუძვლოდ დიდი დრო დაამატა მატჩს, რა დროსაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამარჯვების გოლი შეაგდო. ნეიმარი ასევე აპელირებდა ხელით თამაშზე და მსაჯს უხამსი სიტყვები უძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა პარიზელებმა შინ 1:3 წააგეს და ორი მატჩის ჯამში გათამაშებას გამოეთიშნენ, ბრაზილიელმა შემტევმა კი მანჩესტერულ კლუბთან პლეი-ოფის შეხვედრები საფრანგეთის თასზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]