ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდ „ფერენცვაროშსა“ და უახლოეს მდევარ „ვიდის“ შორის 10-ქულიანი სხვაობაა. „ვიდიმ“ ბოლო ტურში „პუშკაშ აკადემია“ (1:1) ვერ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. „ფერენცვაროშმა“ ქვეყნის ჩემპიონობა 30-ედ იზეიმა.
„ჰონვედთან“ წაგებულ მატჩში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა და საერთოდაც, სერგეი რებროვის გაწვრთნილ გუნდს ქართველი მცველი ჩინებულად მოერგო და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.
შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი ბუდაპეშტის „ფერენცვაროშში“ ზამთრის სატრანფერო ფანჯრისას პოლონური „პოგონიდან“ გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლით გამოირჩა, რაც მცველისთვის ბრწყინვალე შედეგია.