weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოჩინოშინმა იოკოზუნა დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა

13:13 შაბათი, 25 მაისი 2019

სკანდალური მარცხის შემდეგ ლევან გორგაძემ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ ნაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოტორიმ იოკოზუნა სახელად კაკურიუ დაამარცხა და მე-10 გამარჯვების წყალობით კვლავ ოძეკი გახდა.

ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში განცდილი გუშინდელი დაუმსახურებელი მარცხის გამო ტოჩინოშინი დღეს უაღრესად მოტივირებული იყო და მიმდინარე ბაშოზე მონაწილე ერთადერთი იოკოზუნა, მონღოლი კაკურიუ ჰატაკიკომის ილეთით, უფრო სწორად კი ჰენკათი (არაპოპულარული სვლა) დაჯაბნა.

ამ გამარჯვებით ტოჩინოშინსა და კაკურიუს ერთნაირი მოგება-წაგებათა ბალანსი გაუხდათ - 10/4, ნაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი და „იმპერატორის თასის“ უკვე გარკვეული მფლობელი კი გუშინდელი დღის დაუმსახურებელი გამარჯვების მქონე ასანოიამა გახლავთ - 12/2.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]