weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო

16:25 შაბათი, 25 მაისი 2019

პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების წევრმა ზაზა ნადირაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.

მეორე ადგილზე ყაზახეთის, მესამეზე კი ბელარუსის წარმომადგენელი გავიდა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ზაზა ნადირაძე მსოფლიო თასის გათამაშებაში გასულ წელსაც იღებდა მონაწილეობას. მაშინ მან 200-მეტრიანი დისტანცია 38.50 წამში დაფარა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]