ასანოიამა ბოლო დღეს დამარცხდა, თუმცა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოგება-წაგებათა საუკეთესო ბალანსი (12/3) მხოლოდ მას ქონდა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც უკვე უდიდეს სკანდალად იქცა სუმოს სამყაროში, ასანოიამას ტოჩინოშინთან მოგება ჩაუთვალეს. კულუარებში საუბრობდნენ, რომ იაპონიაში ახლახანს დამდგარი ახალი საიმპერატორო ეპოქის (რეივა) გამო სუმოს მამებს სურდათ, ბაშოს გამარჯვებული ეროვნებით იაპონელი ყოფილიყო, ამიტომაც იწვევს ეჭვს ყველა დროის საუკეთესო სუმოტორის, მონღოლი იოკოზუნა ჰაკუჰოს არყოფნა ამ ბაშოზე, ტოჩინოშინისა და მეორე იოკოზუნას, ასევე მონღოლი კაკურიუს წარუმატებლობა და ასანოიამას ჩემპიონობა.
იმპერატორის თასი ასანოიამას იაპონიაში ვიზიტად მყოფმა დონალდ ტრამპმა გადასცა.
ნაცუ ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძეც დამარცხდა, თუმცა 10 მოგებისა და 5 მარცხის წყალობით ოძეკის ტიტული მაინც დაიბრუნა.
ასევე დადებით ბალანსზე (კაჩი კოში) დაასრულა გამოსვლა რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, რომელმაც 9 მოგების წილ 6 მარცხი დააგროვა.
მომდევნო ბაშო 7-21 ივლისს გაიმართება და მას იაპონიის ქაალქი ნაგოია უმასპინძლებს. მანამდე კი სუმოს ტრადიციული რეიტინგი ბანძუკე გამოქვეყნდება, სადაც სუმოტორებს ახალი ტიტულები და წოდებები ექნებათ მინიჭებული.